fbpx
საბერძნეთი

პერისტერში 65.000 ნაჭრიანი ვასილოპიტის გამოცხობას აპირებენ – რეკორდულად დიდი საახალწლო ტკბილეული

პერისტერის მერია ცნობილია ყოველ წელს ვასილოპიტის რეკორდულად დიდი ზომის ვასილოპიტის მომზადებით და როგორც ჩანს, არც 2023 წელი იქნება გამონაკლისი.

როგორც ირკვევა, წელს იგეგმება მატარებლის ვაგონის სიგრძის ვასილოპიტის გამოცხობა, რომელიც საბოლოო ჯამში 65.000 ნაჭრად დაიჭრება, ცხადია, ჩაიდება იღბლიანი მონეტებიც.

მომზადება უზარმაზარი ვასილოპიტის გამოსაცხობად დაიწყება 29 დეკემბერს და ჯამში გამოიყენება 5,5 ტონა ფქვილი, 1,7 ტონა ზეთი, 500 კგ შაქარი, 520 კგ ფხვნილი, 75 ლიტრი კონიაკი, 70 კგ დარიჩინი.

2021 წლიდან მოყოლებული პერისტერის მერიის ორგანიზებით მომზადდა ორი უზარმაზარი ვასილოპიტა, რომელიც 2021 წელს 35.000 ნაჭრად, მეორე ჯერზე კი, 2022 წელს 50.000 ნაჭრად დაიჭრა. ეს ნიშნავს, რომ არის მცდელობა ყოველ წელს წინა ჯერზე უფრო დიდი საახალწლო ტკბილეული გამოაცხონ.

onalem

ტესტ