fbpx
საბერძნეთი

“ეს არ არის ბოლო, შესაძლოა მთელი ზამთარი განმეორებით კარანტინში გავატაროთ” – თეოდოროს ვასილაკოპულოს

ცნობილი ბერძენი პევმოლოგი და პროფესორი, თეოდოროს ვასილაკოპულოსი ტელეკომპანია ΣΚΑΪ-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საბერძნეთში ზამთრის პერიოდში კარანტინის განმეორება სრულიად მოსალოდნელია.

“კარანტინი არის უკიდურესი საშუალება იმისთვის, რომ სიტუაცია ეფექტურად იმართოს. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს ეს და მონაწილეობა უნდა მივიღოთ ამ ყველაფრის განხორციელებაში. არ შეიძლება იმის თქმა, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს ეკონომიკისა და ხალხის ფსიქიკის გასანადგურებლად. ეს, რაც ახლა ხდება, ნამდვილად არ არის ბოლო, შესაძლოა მთელი ზამთარი გავატაროთ განმეორებით კარანტინებში. 

ამჟამინდელი კარანტინი ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ გადავჭრათ პრობლემა მომდევნო თვისთვის. ის, თუ როგორ მოვიქცევით საზოგადოება დეკემბერში, განსაზღვრავს, თუ რა იქნება შემდეგში.

გადაადგილების აკრძალვა და ყველაფრის დახურვა იყო აუცილებელი, რადგან ჯანდაცვის სისტემაზე დიდი ზეწოლაა და პანდემია უნდა შეკავდეს, თუმცა, ესეც არ არის საკმარისი. რაღაც მომენტში კარანტინებს ბოლო უნდა მოეღოს და ამისთვის მთავრობამ უნდა იპოვოს სხვა მეცნიერები, რომლებიც ხალხში შესაბამის მესიჯს გააგზავნიან. თუკი აკრძალვები მოიხსნება და ხალხის ქცევა არ შეიცვლება, მაშინ მუდმივად მოგვიწევს მივუბრუნდეთ შეზღუდვებს,” ამბობს ვასილაკოპულოსი.

 

onalem

ტესტ