fbpx
საბერძნეთი

ვაქცინაციის “ნასესხები” სერთიფიკატი – თესალონიკის ბარში ქალი დააკავეს

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თესალონიკის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში ქალი დააკავეს.

აღმოჩნდა, რომ ის დაწესებულების შიდა ტერიტორიაზე იმყოფებოდა და შესვლამდე, ცხადია, წარადგინა ვაქცინაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომელიც რეალურად მას არ ეკუთვნოდა. მისდა საუბედუროდ, იმ ღამეს პოლიცია შემოწმებებს ახორციელებდა ქალაქის სხვადასხვა კაფე-ბარებში.

როდესაც ქალმა აღნიშნული დოკუმენტი ოფიცრებს წარუდგინა, დადგინდა, რომ მას არ ეკუთვნოდა და უბრალოდ ნათხოვარი ჰქონდა, რის შედეგადაც დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ორი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა კორდელიოსა და ხარილაუს ტერიტორიებზე. დროებით დააკავეს ბარების წარმომადგებლები, რომლებიც აუცრელ პირებს ემსახურებოდნენ, თავად აუცრელებს კი, დაეკისრათ გარკვეული ჯარიმებიც.

onalem

ტესტ