fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: ყასაბმა კლიენტს სასტიკად სცემა, რადგან მიუხვდა, რომ ფასში ატყუებდა

ბერძნული მედია შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც კრეტაზე, კერძოდ კი, ირაკლიოში მოხდა.

როგორც ცნობილი გახდა, 46 წლის მამაკაცი ხორცის ერთ-ერთ მაღაზიაში შევიდა, სადაც ჩვეულებრივ არასოდეს ვაჭრობდა, მაგრამ იმ მომენტისთვის მანქანის სადგომი თავისუფალი სწორედ იქ იყო, ამიტომ გააჩერა და ხორცის შესაძენად შევიდა.

ირკვევა, რომ როდესაც სალაროსთან მივიდა და ხორცი აწონა, სრულიად განსხვავებული თანხის გადახდა მოსთხოვეს იმისგან, რაც ვიტრინაში ეწერა, ანუ მას ფასში ატყუებდნენ. მამაკაცმა ეს ყველაფერი გააპროტესტა, ხორცი აღარ იყიდა და მაღაზია მშვიდობიანად დატოვა. სამწუხაროდ, მან წასვლა ვერ მოასწრო, ყასაბი გამოეკიდა და სასტიკად სცემა, ფეხი მანქანის კარშიც კი მოაყოლა, რის გამოც მან სერიოზული დაზიანება მიიღო.

ვინაიდან მაღაზიაში მიბრუნებისას ის დაშავებულს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა და ემუქრებოდა, 46 წლის მამაკაცმა მაშინვე პოლიციაში დარეკა, რადგან იფიქრა, რომ უკან ან დანით დაბრუნდებოდა ან კოლეგებს მოიყვანდა, რომ მისი ცემა ერთად გაეგრძელებინათ.

ამრიგად, მამაკაცი, რომელმაც უბრალოდ არარეალური ფასი გააპროტესტა, საავადმყოფოში ფეხისა და თავის დაზიანებებით მოხვდა, ყასაბის წინააღმდეგ კი საჩივარი უკვე შეიტანა.

onalem

ტესტ