fbpx
საზოგადოება

ბერძენი მამაკაცი ათენიდან კრეტაზე დაბრუნდა და აღმოაჩინა, რომ მის სახლში ალბანელი ცხოვრობდა

დაუჯერებელი შემთხვევა კრეტაზე მოხდა, სადაც მამაკაცი საკუთარ სახლში დაბრუნდა და კარი ვერ გააღო.

კერძოდ, ბერძენი მამაკაცი, რომელიც წარმოშობით, კრეტადან, იერაპეტრას ერთ-ერთი სოფლიდან არის, ათენში 1 წელი იმყოფებოდა და პანდემიის გამო კუნძულზე დაბრუნება არ შეეძლო. თუმცა, როგორც კი შესაძლებლობა გაუჩნდა, ის სოფელში ჩავიდა და როცა გასაღების კარზე გაკეთება სცადა, მიხვდა, რომ არ ერგებოდა და საკეტი შეცვლილი იყო.

მამაკაცმა საკუთარი სახლის ზარი დარეკა და იქიდან რამდენიმე წუთში ალბანელი მამაკაცი გამოვიდა, რომელიც ისე შეეგება მას, თითქოს ბინის პატრონი სწორედ ის ყოფილიყო. როცა მან გააცნობიერა, რომ რეალურ პატრონს პირისპირ შეეჩეხა, უკანმოუხედავად გაიქცა.

მამაკაცმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა, მაგრამ ალბანელის მოძებნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

onalem

ტესტ