fbpx
საზოგადოება

“კარგად ვარ და მივდივარ” – ბერძენ დედა-შვილს კორონავირუსი დაუდგინდა და საავადმყოფოდან გაიქცა

ინციდენტი ლამიაში მოხდა, სადაც ჟურნალისტებმა სცადეს ინტერვიუ აეღოთ დედა-შვილისგან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს, თუმცა, ექიმების რეკომენდაციებს არ ემორჩილებიან.

ისინი, ფაქტობრივად, საავადმყოფოდან გაიქცნენ. ქალი აცხადებს, რომ პატიმარი არ არის, რომ იქ დარჩეს, რადგან თავს კარგად გრძნობს და არც მაღალი ტემპერატურა არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე მივიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანაც, თუმცა, მკაცრ უარს აცხადებენ საავადმყოფოში დაბრუნებაზე.

ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მოიძებნოს გამოსავალი და დაინფიცირებისგან დაცულები იყვნენ მათი გარშემომყოფები მაინც.

onalem

ტესტ