fbpx
საზოგადოება

ცნობილი ბიზნესმენი, ბორის მუზენიდისი, დღეს დილით კორონავირუსით გარდაიცვალა

სამწუხარო ინფორმაციით, ცნობილი ბიზნესმენი და ტურისტული კომპანია, Mouzenidis Travel-ის დამფუძნებელი, ბორის მუზენიდისი დღეს დილით, კორონავირუსით გარდაიცვალა.

მუზენიდისი მოსკოვში საერთაშორისო ტურიზმის გამოფენაზე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა. ბიზნესმენმა უარი თქვა ჰოსპიტალიზაციაზე და რამდენიმე დღეში მდგომარეობა გაუუარესდა. გუშინ ღამით ის სასწრაფოდ მოსკოვის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა, დღეს დილით გარდაიცვალა.

როგორც ექიმები ამბობენ, მუზენიდისს წარსულში ჰქონდა გულის პრობლემები, კორონავირუსით დაინფიცირებამ კი, მისი ორგანიზმი აბსოლუტურად დაასუსტა და საბოლოოდ გულის შეტევა მიიღო.

ტურისტული კომპანიის მთელი პერსონალი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბორისის დაკარგვის გამო და ამბობენ, რომ მუზენიდისი ყოველთვის მათი შთაგონების წყარო იყო, მთელი კარიერის მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა საქმეს.

ბორისი 1961 წელს საქართველოში დაიბადა. იყო სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელი, არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ საზღვრებს გარეთაც. ის საბერძნეთში მხოლოდ 31 წლის ასაკში, 1992 წელს ჩამოვიდა და პირველი ტურისტული ოფისი 1995 წელს გახსნა.

მისმა გარდაცვალებამ ფართო საზოგადოებას გული ძალიან დასწყვიტა.

მუზენიდისი საქართველოს ყოფილ პრემიერთან ერთად.

onalem

ტესტ