fbpx
საზოგადოება

თვეში 50.000 ევრო მოგზაურობის, ძაღლისა და კოსმეტიკისთვის – რას ითხოვს ცნობილი ბიზნესმენისგან ყოფილი ცოლი

ათენის პირველი ინსტანციის სასამართლომ დღეს ცნობილი ბერძენი ბიზნესმენისა და მისი ყოფილი მეუღლის განქორწინების შემდგომი მოთხოვნების საქმე განიხილა. ეს იყო ჯერჯერობით ბოლო მცდელობა, რომ სოფია იანიკოპულუმ გემთმფლობელ იანის კუსტასგან 234 მილიონი ევრო მიიღოს.

რის გამო ითხოვს ქალი ამხელა თანხას ყოფილი ქმრისგან?! მისი ახსნა-განმარტება ძალიან მარტივად ჟღერს: რომ კარგი გემოვნება აქვს, რომ ზრუნავს სახლზე და ზრდის შვილებს და რომ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევდა იანის კუსტას ქორწინების პერიოდში.

მისი მოთხოვნები უფრო კონკრეტულად ასე გამოიყურება. სოფია იანიკოპულუს ყოველთვიურად სჭირდება:

700 ევრო, რათა ოჯახის ძაღლზე იზრუნოს

45.000 ევრო წლის მანძილზე, რათა სამოგზაუროდ და დასასვენებლად წავიდეს

თვეში 5.300 ევრო თავის მოვლისთვის, გართობისა და სოციალიზაციისთვის (სალონები, რესტორანი, კაფე)

550 კოსმეტიკის შესაძენად ყოველ თვე.

მომდევნო სასამართლო პროცესი 2020 წლის იანვრისთვის არის ჩანიშნული, რომელზეც განიხილავენ, მიიღებს თუ არა ქალბატონი სოფია ყოველთვიურად 50.000 ევროს კუსტასგან.

იანის კუსტა სოფია იანიკოპულუსთან ერთად

მისი მეორე მეუღლე, დიმიტრა მერმიგა

onalem

ტესტ