fbpx
ემიგრაციასაზოგადოება

გიორგი შეთეკაური – პირველი ქართველი, რომელიც საბერძნეთის ადგილობრივ არჩევნებში კენჭს იყრის

გიორგი შეთეკაური პირველი ქართველი ახალგაზრდაა, რომელიც საბერძნეთში, კერძოდ, კუნძულ კრეტაზე, ადგილობრივ არჩევნებში იღებს მონაწილეობას და გამარჯვების დიდი იმედი აქვს, რისთვისაც მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. გთავაზობთ ინტერვიუს:

 – როდის და რატომ ჩამოხვედით საბერძნეთში?

საბერძნეთში 1995 წელს ოჯახთან ერთად ჩამოვედი. 5 წლის ვიყავი და ეკონომიკური პრობლემების გამო გადავწყვიტეთ აქ წამოსვლა.

– განათლება სად მიიღეთ და რა პროფესიის ბრძანდებით?

სკოლა საბერძნეთში 2008 წელს დავამთავრე. ვმუშაობდი ტურიზმის სფეროში, სასტუმროებში კლუბებში და ა.შ. 2012 წელს კი საქართველოში დავბრუნდი სასწავლებლად და ამერიკულ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ჩავაბარე, სადაც ინგლისურ ენაზე ვსწავლობდი. სამწუხაროდ, 2015 წელს აღნიშნული უნივერსიტეტი დაიხურა და New Vision University-ში გადავედი, სადაც ასევე ინგლისურ ენაზე გავაგრძელე სწავლა და დიპლომატიისა და პოლიტიკის ფაკულტეტი დავამთავრე.

– სად ცხოვრობთ ამჟამად და რას საქმიანობთ?

კრეტაზე, ქალაქ აგიოს ნიკოლაოსში უკვე 24 წელია ვცხოვრობ. ამჟამად საარჩევნო გუნდის წევრი და კოორდინატორი ვარ. 

– საქართველოსთან კავშირი გაწყვიტეთ თუ სტუმრობთ ხოლმე?

დიახ, საქართველოს ვსტუმრობ ხოლმე. როგორც უკვე აღვნიშნე, იქ სტუდენტი ვიყავი.

– როგორ შეეგუეთ ახალ უცხო გარემოს? იყო თუარა სირთულეები?

სირთულეები არ მქონია. ჩემი კანდიდატურა, როგორც აქ მაცხოვრებლის, დადებითად აღიქვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისაღები ვარ. ამ ქალაქში გავიზარდე, ვმუშაობ, ხალხი მიცნობს, მყავს ჩემი დიდი სამეგობრო წრე ყველა ასაკის ბერძენი, ქართველი და სხვადასხვა ეროვნების ადამიანები.

– ანუ გაქვთ დიდი მხარდაჭერის იმედი, რაც გაძლევთ მოტივაციას. კონკრეტულად რას სთავაზობთ ადგილობრივებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მხარი? რა არის თქვენი პრიორიტეტი?

ჩემი მიზანია ახალგაზრდებთან მუშაობა და მათი ჩართულობის გაზრდა ქალაქის წინსვლასა და განვითარებაში. ასევე, აგიოს ნიკოლაოსისგანვითარება, უკეთესი რეკლამა ტურიზმის მხრივ და რაც მთავარია, ტექნოლოგიური განვითარება და სისუფთავის მაღალი დონის მიღწევა.

– ვის გუნდში ხართ და როგორ მოხვდით ამ სფეროში?

ქალაქის მერობის კანდიდატმა ბატონმა ნიკო კოკინიმ, რომელიც იყო ორი მოწვევის პარლამენტის წევრი, მომცა შანსი, ვიყო მისი გუნდის წევრი და ვიბრძოლო მასთან და ასევე ჩემი გუნდის წევრებთან ერთად გამარჯვებისთვის.

– ერთი მხრივ ცნობილია, რომ კრეტაზე მცხოვრები ხალხი მაინც რადიკალურია და ბევრი ადამიანი იფიქრებს, რომ თქვენი კანდიდატურა შეიძლება მისაღებია მაგრამ მხარდამჭერთა რიცხვი საკმარისი არ იქნება. რას ფიქრობთ ამ თემაზე?

არ მიყურებენ როგორც უცხოელს, ერთ-ერთი მათგანი ვარ. თან სამხედრო სავალდებულო სამსახური გავიარე საბერძნეთში. მე ვარ ერთადერთი და პირველი ქართველი, საბერძნეთის მოქალაქე, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას.

 

onalem

ტესტ