fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთში 28 წლის უცხოელი ქალი დააკავეს და საკუთარ ქვეყანაში აძევებენ

რამდენიმე საათის წინ ატიკის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დაკავებულია 28 წლის უცხოელი ქალი, რომელიც საბერძნეთში კრიმინალური მიზნებით იმყოფებოდა. მას მძიმე ბრალდება აქვს.

როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ქალი მოლდოვის მოქალაქეა და საბერძნეთის ხელისუფლებამ მოლდოვას უკვე შეატყობინა მისი დაპატიმრების შესახებ. აღმოჩნდა, რომ გაცემული იყო მისი დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი.

მას ბრალად ედება ბავშვთა ტრეფიკინგი და მათი სექსუალური ექსპლუატაცია. ასევე, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება. საუბარია ორზე მეტ ბავშვზე განხორციელებულ ძალადობაზე.

როგორც პოლიცია იუწყება, ქალს საკუთარ ქვეყანაში გააძევებენ. ექსტრადაციის პროცესის შესახებ საკითხის განხილვა უკვე დაწყებულია და მას მოლდოვის ხელისუფლებას გადასცემენ.

onalem

ტესტ