fbpx
კრიმინალი

27 წლის ბერძენმა გოგომ მოხუცს, რომლის სახლშიც მუშაობდა, ოქროს 80 ფუნტი მოპარა და ათენში გაყიდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა კუნძულ ხიოსზე მოხდა, სადაც ოჯახის დამხმარემ, ორ თანამზრახველთან ერთად, მოხუცი გაძარცვა.

როგორც ირკვევა, ბერძენი 27 წლის გოგო მოხუცმა სახლში დამხმრედ 1 თვის წინ აიყვანა, გარკვეული საქმეების გასაკეთებლად. მამაკაცი სახლში ოქროს ფუნტებს ინახავდა, რომელთაც ბერძენმა გოგომ მიაგნო და არც მეტი, არც ნაკლები, 80 მათგანი მოიპარა. როდესაც მოხუცმა ეს ყველაფერი გააცნობიერა, პოლიციაში იჩივლა და გამოძიება დაიწყო.

საქმის მასალების მიხედვით, 27 წლის დამხმარეს 16 ფუნტი თავისი მეგობრისთვის ჰქონდა მინდობილი, დროებით შესანახად, ხოლო დანარჩენი ათენში გაყიდა ადამიანზე, რომლის ვინაობაც ამ დროისთვის უცნობია.

ამას გარდა, ისიც დადგინდა, რომ იმავე პერიოდში, როდესაც ფუნტები დაიკარგა, 27 წლის გოგოს თანამხრახველები (30 და 33 წლის) მოხუცის სახლში იყვნენ მისულები, რათა მოეპარათ ყველაფერი, რაც კი ღირებული ჰქონდა.

ამ დროისთვის სამივე დაკავებულია, მათ წინააღმდეგ საქმე ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით არის აღძრული.

onalem

ტესტ