fbpx
კრიმინალი

“დედაჩემი იყო მეტი, ვიდრე უბრალოდ მეცნიერი” – კრეტაზე მოკლული ამერიკელი ქალის ვაჟი პირველად საუბრობს

როდესაც საბერძნეთის პოლიციამ ამერიკაში სუზან იტონის ოჯახს მკვლელის დაკავების შესახებ შეატყობინა, მისი მეუღლე შეუძლოდ გახდა. მამაკაცს ასევე უთხრეს, რომ გარდა მკვლელობისა, სუზანი გაუპატიურების მსხვერპლიც გახდა.

60 წლის სუზან იტონი პროფესორი და მეცნიერი იყო, ბიოლოგიის განხრით. ის რამდენიმე უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს და ხელმძღვანელობდა ორ სამეცნიერო გუნდს.

მისი ვაჟი, მაქსი პირველად საუბრობს დედის შესახებ:

“დედაჩემი დიდებული პიროვნება იყო. ის ცხოვრობდა რაც შეიძლება ნაკლები იმედგაცრუებით. აბალანსებდა პირად ცხოვრებასა და სამუშაოს. ვერც კი ვხვდები ამას როგორ ახერხებდა, რადგან ვხედავ, რომ ჩემ გარშემო ის, ვინც შვილებს უვლის, მხოლოდ ამაზეა ორიენტირებული. მას ვერავინ შეედრება… მუდმივად მხარს მიჭერდა და მამხნევებდა. გავიზარდე და ამას უკეთ ვხედავდი… მას შეეძლო ჩემთან ძალიან საინტერესო თემებზე საუბარი, ყველაფერზე ჰქონდა შესაბამისი პასუხი.

დედაჩემი იყო მეტი, ვიდრე უბრალოდ მეცნიერი. ბევრი საუკეთესო მოგონება დამიტოვა. მისი სიყვარული მუსიკისადმი ავსებდა მთელ სახლს, როცა მამასთან ერთად პიანინოზე დუეტში უკრავდა. ეს ყველაფერი ყოველთვის მეყვარება.”

შეგახსენებთ, რომ 60 წლის სუზან იტონი 27 წლის ხანიელმა მამაკაცმა სექსუალური ძალადობის შემდეგ მოკლა. ის მალევე დააკავეს და დანაშაულს აღიარებს, თუმცა, არა გაუპატიურებას. ამ დრომდე მის დაცვაზე არცერთი ადვოკატი არ თანხმდება.

onalem

ტესტ