fbpx
საზოგადოება

27 წლის გოგო საბერძნეთში ჩამოვიდა, ბავშვი გააჩინა და მიატოვა

ინციდენტმა, რომელიც კრეტაზე, აგიოს ნიკოლაოსის საავადმყოფოში მოხდა, ექიმები სრულ გაურკვევლობაში ჩააგდო.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის ფეხმძიმე გოგონა საავადმყოფოში მივიდა, იმშობიარა და ამქვეყანას ჯანმრთელი ახალშობილი მოევლინა. თუმცა, როდესაც ყველაფერმა ჩაიარა, ახალგაზრდა ქალმა განაცხადა, რომ ბავშვის წაყვანას არ აპირებდა და მასზე უარი თქვა.

დადგინდა, რომ ის ბერძენი არ არის და იმისთვის, რომ ემშობიარა, საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა.

ექიმები ამბობენ, რომ მან ბავშვზე უარი, სავარაუდოდ, უსახსრობის გამო თქვა, რადგან მისი გაზრდა არ შეეძლო.

ქალს გამოკვლევა ჩაუტარეს ფსიქიატრებმაც და გადაწყდა, რომ ჩვილი მიმღებმა ოჯახმა აიყვანოს, რათა მინიმალური პირობები შეუქმნან.

onalem

ტესტ