fbpx
პოზიტივისაზოგადოება

Master Chef-ის მონაწილემ ზაჰირი თავის რესტორანში დაასაქმა – პროექტში დაწყებული მეგობრობა

ზაჰირი და პადელის ვუროსი ბერძნული კულინარიული კონკურსის, Master Chef-ის, მესამე სეზონის გამორჩეულად საყვარელი მონაწილეები იყვნენ. მათი მეგობრობა პროექტში დაიწყო და როგორც ჩანს, მის გარეთაც გაგრძელდა.

ზაჰირი ოცნებობს, რომ მომავალში საკუთარი რესტორანი ჰქონდეს, მაგრამ მანამდე ის მეგობარმა თავის რესტორანში დაასაქმა, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

პადელის რესტორანი კუნძულ კალიმნოსზე მდებარეობს და მან ზაჰირი საპატიო შეფად მიიწვია, რომელიც მის გუნდს შეუერთდა.

“სამუშაოს რაოდენობა იზრდება და შესაბამისად იზრდება ჩვენი გუნდიც. კეთილი იყოს ზაჰირის შემოერთება ჩვენს გუნდთან, რომელმაც პატივი დამდო და ჩამოვიდა, რათა ჩვენთან ერთად იმუშაოს,” დაწერა მან სოციალურ ქსელში.

onalem

ტესტ