fbpx
საზოგადოება

“ჩემს შვილს ტკივილები აწამებდა” – 3 წლიანი პატიმრობა ექიმს, რომლის შეცდომის გამოც 9 წლის დიმიტრი გარდაიცვალა

2017 წელს 9 წლის დიმიტრის გარდაცვალებამ ბერძნული საზოგადოება შეძრა. ის არის ბიჭი, რომელიც სამედიცინო შეცდომას ემსხვერპლა და აღნიშნული ბრალდებით ლამიას საავადმყოფოს ქირურგი გაასამართლეს.

როგორც ირკვევა, თავდაპირველად ექიმის სასჯელი იყო 8 თვიანი პატიმრობა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს შემდეგ სასჯელი შეიცვალა და თავისუფლების 3 წლით აღკვეთა შეეფარდა, ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებით. 9 წლის დიმიტრის დედა სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია და თვლის, რომ სამართალი აღსრულებულია.

“ჩემი შვილი წამებული წავიდა ამ ქვეყნიდან. მისი ბოლო სიტყვა იყო: “დამეხმარეთ”. საშინელი ტკივილები აწუხებდა და იტანჯებოდა, მაგრამ ექიმებმა არაფერი გააკეთეს. რეანიმაციაში იწვა, ჰალუცინაციები ჰქონდა და დახმარებას ითხოვდა, არავინ აქცევდა ყურადღებას. შემდეგ კი, როდესაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, 63 სანტიმეტრი დამპალი ნაწლავი ამოუღეს მუცლიდან. აგლეა კირიაკუს საავადმყოფოში გადაიყვანეს და 4 საათში დაიღუპა,” ამბობს მისი დედა.

აღსანიშნავია, რომ დიმიტრის გარდაცვალებიდან წელიწადნახევარში დაიღუპა 14 წლის გოგონაც, იოანა, რომელიც აპენდიციტის (ბრმა ნაწლავის) ამოსაჭრელად შეიყვანეს ლამიის საავადმყოფოში, თუმცა, ოპერაციისას კუჭი გაუსკდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. იოანას საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 2023 წლის ნოემბერშია დაგეგმილი და მისი გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის იგივე ექიმია ბრალდებული.

onalem

ტესტ