fbpx
საზოგადოება

როგორ მივიღოთ და გამოვიყენოთ ახალი ელექტრონული ბილეთი?

ბერძნული მედია საშუალებები კიდევ ერთხელ დეტალურად ხსნიან, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ახალი ელექტრონული ბილეთები, ვინადაინ ისმის კითხვა, როგორ უნდა შევიძინოთ, გამოვიყენოთ ისინი და რა არის საჭირო ამისთვის.

ამრიგად, არსებობს ელექტრონული ბილეთი და ასევე ანონიმური სამგზავრო ბარათი, რომელთა საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს შემდეგი სერვისებით:

ბილეთის პაკეტი, რომელიც მოიცავს 10+1 (1 ბილეთი უფასოდ).
დღიური ბილეთი, რომლის ღირებულებაც 4,50 ევროა.
5 დღიანი ბილეთი, რომელიც 9 ევრო ღირს.
სამდღიანი ტურისტული ბილეთი, რომელიც მოიცავს ყველანაირი ტრანსპორტით მგზავრობას (აქ შედის აეროპორტიდან და აეროპორტში გამგზავრება) – ღირებულება 22 ევრო.

ანონიმური ბარათი ATH.ENA:
არის ზუსტად ისეთი, როგორიც პერსონალური ბარათია, თუმცა, მასზე არ არის დატანილი არანაირი ინფორმაცია მფლობელის შესახებ.

ხოლო პერსონალური ბარათი ATH.ENA ჩაანაცვლებს უკვე არსებულ OASA-ს თვიურ, კვარტალურ, ნახევარწლიურ და წლიურ სამგზავრო ბარათებს.

მომხმარებელს ბარათის ასაღებად ესაჭიროება:
AMKA-ს ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი და ფოტო. მას შემდეგ, რაც განისაზღვრება მისი ვინაობა სახელის, გვარის, დაბადების თარიღის მითითებით, მას მიენიჭება 8 ციფრიანი კოდი. საბოლოოდ კი ბარათი გაიცემა.

onalem

ტესტ