fbpx
საბერძნეთი

26 გრადუსი შაბათამდე, კვირიდან კი, ძლიერი წვიმა და თოვლი ჩრდილოეთით – ამინდის ორმაგი სახე საბერძნეთში

მიუხედავად იმისა, რომ შაბათი დღის ჩათვლით საბერძნეთში სინპტიკოსები ტემპერატურის 26 გრადუსამდე აწევას პროგნოზირებენ, როგორც ჩანს, ამინდი სახეს მალევე იცვლის და კვირიდან კვლავ ნალექი გველის.

იანის კალიანოს პროგნოზის მიხედვით, აპრილის თვე შემოდგომის მსგავსი იქნება და უხვ ნალექს გვპირდება. კვირა დღიდან მოსალოდნელია ღრუბლიანობა, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთიდან დაიწყება, უხვი ნალექი იქნება იონიისა და აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვაში და ნელ-ნელა ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთშიც გავრცელდება.

კვირა დღეს, დიდი ალბათობით, იწვიმებს ატიკის რეგიონშიც, ტემპერატურა დაიკლებს 4-5 გრადუსით, ზოგიერთ ტერიტორიაზე კი, 8-10 გრადუსით.

როგორც ირკვევა, ორშაბათიდან ამინდი კიდევ უფრო არასტაბილური გახდება, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ჩრდილოეთით სინოპტიკოსები თოვლის მოსვლასაც კი ვარაუდობენ.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ ტერიტორიებზე უხვმა ნალექმა შესაძლებელია წყალდიდობაც კი გამოიწვიოს, ამიტომ მომდევნო კვირაში მოსახლეობა ამ მხრივ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს.

onalem

ტესტ