fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: წმინდა ანდრეას ეკლესიის საპირფარეშოში შესასვლელად 0.50 ევრო უნდა გადაიხადოთ

კადრები, რომლებიც პატრადან ვრცელდება, საზოგადოების განხილვის თემა გახდა. როგორც ირკვევა, წმინდა ანდრეას ეკლესიის საპირფარეშოში დამონტაჟებულია სპეციალური ბარიერი და აპარატი, რომლის საშუალებითაც შიგნით შესასვლელად თანხა უნდა გადაიხადოთ.

ირკვევა, რომ საპირფარეშოთი სარგებლობისთვის 0,50 ევრო უნდა გადაიხადოთ და მას შემდეგ, რაც ბარათს გაატარებთ, ბარიერი შიგნით შესვლის საშუალებას მოგცემთ.

ვინაიდან ამ ფაქტს ბევრი ადამიანისგან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, ეკლესიის მგალობელმა განაცხადა, რომ საპირფარეშოთი სარგებლობისთვოს ფასის დაწესება სრულიად ლოგიკურია:

“სრულიად ლოგიკურია, რომ საზოგადოებამ გადაიხადოს გარკვეული საფასური, თუკი საპირფარეშოთი სარგებლობა სურს. ეს იმიტომ, რომ ტაძარს ჰყავს დამლაგებელი ქალბატონი, რომელიც იქაურობაზე ზრუნავს და სისუფთავეს ინარჩუნეს,” ამბობს ის.

 

onalem

ტესტ