fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: SMS 13033-ზე კოდებით 6 და 2 – შესაძლოა უკან აღარ დაგვიბრუნდეს?!

საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადისმა ტელეკომპანია ANT-თან საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობის მაგიდაზე დევს SMS-ზე დროის საზომის დაწესების საკითხი. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა უკან აღარ დაგვიბრუნდეს 13033-ზე რამდენჯერმე გაგზავნილი SMS, ძირითადად საუბარია კოდებზე: 6 და 2, რომელთა გამოყენებაც ხდება არამიზნობრივად.

გეორგიადისი აღნიშნავს, რომ თავად ამ საკითხს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ არაფრის მომტანი იქნება მისი დაწესება.

“კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გადაადგილების აკრძალვა 18:00 საათიდან ძალაში იქნება მომდევნო შაბათსაც და კვირასაც. ამის შემდეგ დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეპიდმდგომარეობას მივიღებთ.

მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არ არის, თუ როგორ ვუმკლავდებით პანდემიას, არამედ ისიც, თუ რა გზებს ვპოულობთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ცოცხალი დარჩეს.

ამჟამად ბრიტანული შტამით ინფიცირების 403 შემთხვევა ფიქსირდება. ვინაიდან ეს შტამი არის მეტად გადამდები, მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში მოხდეს ვირუსის გავრცელების ტენდენციის მატება. 

მთავრობის მაგიდაზე მუდმივად დევს მასშტაბური, მკაცრი კარანტინის დაწესების საკითხი, თუკი ამის რეკომენდაციას ექსპერტთა საბჭო გასცემს,” აცხადებს გეორგიადისი.

SMS-ებთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, თუკი მიცოტაკის მთავრობა ახალ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

onalem

ტესტ