fbpx
საზოგადოება

პეტროს ფილიპიდისი ტელეკომპანია ERT-მა სერიალის გადაღებებიდან მოხსნა

ცნობილი მსახიობი, პეტროს ფილიპიდისი, ტელეკომპანია ERT-მა სერიალიდან, “Χαιρέτα μου τον πλάτανο”, ოფიციალურად მოხსნა. ამის შესახებ თავად ტელეკომპანიის წარმომადგენლობა იუწყება.

რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტელეკომპანია არ აპირებს სერიალი სრულიად მოხსნას ეთერიდან, რადგან მასში მონაწილეობას იღებს უამრავი მსახიობი, ამიტომ მსგავსი ქმედება მათ მიმართ არასწორი იქნება. აქედან გამომდინარე, სერიალიდან მოიხსნა თავად პეტროს ფილიპიდისი, რომელსაც რამდენიმე ქალი კოლეგა სექსუალირ შევიწროვებაში ადანაშაულებს.

ფილიპიდისის წინააღმდეგ არსებობს მინიმუმ 15 საჩივარი, ხოლო მსახიობ ქალთა მიერ მიცემული ჩვენებები შოკისმომგვრელია.

ამრიგად, პეტროს ფილიპიდისი ამიერიდან სერიალის გადაღებებში აღარ მიიღებს მონაწილეობას.

 

onalem

ტესტ