fbpx
საბერძნეთი

ცვლილებები სუპერმარკეტებში: როგორ მუშაობენ და რა ნივთები არ გაიყიდება დღეიდან?!

დღეს საბერძნეთში სუპერმარკეტები გარკვეული ცვლილებებით გაიხსნა. 8 თებერვლიდან გაიზარდა იმ პროდუქტების სია, რომლებიც არ იქნება ხელმისაწვდომი კლიენტებისთვის.

სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ატიკაში, თესალონიკსა და ხალკიდიკიში სუპერმარკეტებს ეკრძალებათ სათამაშოების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ელექტრო მოწყობილობების გაყიდვა.

თუმცა, აქვთ უფლება გაყიდონ ჩუსტები, საბნები, გამათბობლები და სითბოს მომარაგებასთან დაკავშირებული ნივთები.

ახალი ბრძანების მიხედვით, სუპერმარკეტები ღია იქნება 07:00 საათიდან 20:00 საათამდე კვირის დღეებში, ხოლო შაბათ დღეს 07:00 საათიდან 17:00 საათამდე.

 

onalem

ტესტ