fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: კვირის ბოლოსთვის მოსალოდნელია მდგომარეობის დამძიმება – ექსპერტთა პროგნოზი

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კვირის ბოლოსთვის ყოველდღიურ ინფიცირებულთა რიცხვი 2.000-მდე გაიზრდება. როგორც უკვე ცნობილია, ბოლო დღეების მანძილზე ქვეყანაში კვლავ ოთხციფრიანი რიცხვები ფიქსირდება, რაც ნიშნავს, რომ საბერძნეთი მესამე ტალღის დასაწყისშია და მისი შეჩერება ან შემსუბუქება ყველანაირი ძალებით უნდა მოხდეს.

როგორც დიმოსთენის სარიიანისმა უკვე აღნიშნა, მარტის ბოლოსთვის რეანიმაციული საწოლები 100%-ით იქნება გადავსებული. პროფესორი აცხადებს, რომ არ იქნება საჭირო მკაცრი კარანტინი მთელ ქვეყანაში, თუკი მოსახლეობის უმეტესობა ონლაინ მუშაობაზე გადავა და ზომები მკაცრად იქნება დაცული.

პნევმოლოგ, ნიკოს ძანაკისის მოსაზრებით, ვირუსის გავრცელებაში სკოლების გახსნამ დიდი როლი ითამაშა, რასაც პროფესორთა ნაწილი არ ეთანხმება.

“ვფიქრობ, რომ სკოლები არის დაწესებულებები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიხუროს. მე ამის რეკომენდაციას ვიძლევი. ძალიან კარგი იქნება, თუკი ისევ დაბრუნდება ონლაინ სწავლება, რადგან ამას ქვეყნის ეკონომიკაზე არ აქვს დიდი გავლენა,” ამბობს ის.

სარიიანისი განმარტებით, დაწყებითი სკოლები შესაძლოა თებერვლის ბოლოსთვის კვლავ დაიხუროს.

onalem

ტესტ