fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ორშაბათიდან პროდუქტები და ბილეთები იაფდება: რას შევიძენთ ნაკლებ ფასად?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ დღგ 24%-დან 13%-მდე შეამციროს. ეს ნიშნავს, რომ 1 ივნისიდან ტურიზმის სფეროს დაწესებულებები ამოისუნთქებენ, ხოლო მეორეს მხრივ, იაფდება პროდუქტები და მათი შეძენისას გადაიხდით გაცილებით ნაკლებს.

ეს ეხება როგორც სუპერმარკეტში ვაჭრობას, ასევე კაფეტერიებიდან შეკვეთას.

კერძოდ, ორშაბათიდან დაბალ ფასში იქნება შესაძლებელი შემდეგი პროდუქტების შეძენა:

მინერალური წყალი
კოლას ტიპის გამაგრილებელი სასმელი
ლიმონათი
ფორთოხლის წვენი
ალუბლის წვენი
ცივი ჩაი
უალკოჰოლო ლუდი
ყავა
ჩაი
სხვადასხვა ხილის წვენი
რძიანი შოკოლადი
მატონიზირებელი პროდუქტები
იზოტონური პროდუქტები
ენერგეტიკული სასმელები

ასევე,1 ივნისიდან იაფდება საჯარო ტრანსპორტის, გემების, თვითმფრინავების და კინოს ბილეთები.

ათენში საჯარო ტრანსპორტის ბილეთის ფასი 1.20 ევრო იქნება ხოლო თესალონიკში 0.90 ევრო.

onalem

ტესტ