fbpx
ჯანმრთელობა

ნახეთ რამდენი ინფიცირებულია დღეს საბერძნეთში – რიცხვები, რომლებსაც “ძალა” აღარ აქვთ!

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 5 ახალი შემთხვევა და არცერთი გარდაცვალება ფიქსირდება.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით დაღუპული 175 ადამიანია, საიდანაც 52 ქალბატონია, დანარჩენი კი მამაკაცი.

რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია სულ 16 პაციენტი, რომელთა საშუალო ასაკიც 66 წელია. 4 ქალია, ხოლო 12 მამაკაცი. მათ 81,2% აქვს თანმდევი დაავადებები.

რეანიმაციული განყოფილებიდან გაეწერა და გამოჯანმრთელდა 105 ადამიანი, რაც უდიდესი მიღწევაა საბერძნეთისთვის.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ინფიცირებულებიდან 1 საზღვარგარეთიდან არის ჩამოსული, ხოლო 4 მათგანი უკვე ცნობილ კლასტერს მიეკუთვნება.

ბოლო დღეების მანძილზე საბერძნეთში არსებული მონაცემების მიხედვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანამ ვირუსის პირველ ტალღაზე მძლავრი გამარჯვება მოიპოვა და რიცხვები, რომლებიც ყოველდღიურად ფიქსირდება, მოსახლეობას აღარ აშფოთებს.

onalem

ტესტ