fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“რამდენიმე კვირაში დღეში 600 ახალ ინფიცირებულს დავითვლით” – გართულებული მდგომარეობა საბერძნეთში

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების მხრივ სერიოზული პრობლემებია შექმნილი და ქვეყანაში მოვლენები ცუდი სცენარით ვითარდება. გუშინ დაფიქსირებული 203 ახალი ინფიცირებული ნიშნავს, რომ საზოგადოებამ სერიოზულად უნდა აღიქვას საფრთხეები, რადგან როგორც პროფესორები ამბობენ, ახლა ჩვენი მოდუნებით გამოწვეულ შედეგებს ვიმკით.

მედიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ათანასიოს ექსადაკტილოსმა ტელეკომპანია ΣΚΑΪ-სთან საუბარში აღნიშნა, რომ განგაშს ჯერ კიდევ 10 ივლისიდან აცხადებდნენ:

“ჯერ კიდევ 10 ივლისიდან, როდესაც ფიქსირდებოდა დღეში 35-40 შემთხვევა, ექსპერტები ვამბობდით, რომ ეს რიცხვები იყო საგანგაშო. ახლა ყველამ უნდა ვიმოქმედოთ აქტიურად და ერთიანად, თორემ არ გამოვრიცხავ, რომ თუ ასე გაგრძელდა, სულ რამდენიმე კვირაში დღეში 600 ახალ ინფიცირებულს დავითვლით.

იზრდება რეანიმაციაში მყოფთა რიცხვიც. ორი სამი კვირის წინ მძიმე პაციენტები თითზე ჩამოსათვლელი იყო, ახლა კი მათი რიცხვიც ორნიშნა გახდა და 22-მდე გაიზარდა. 

უნდა ვატაროთ ნიღბები სწორად, უნდა დავიცვათ დისტანცია და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეიქმნას ხალხით გადატვირთულობა. თუ ზომებს არ დავიცავთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დღეში 600-მდე ახალი შემთხვევა გვექნება, სულ მალე.

ასევე, თუ გვექნება ადგილობრივი კარანტინები, ანუ მხოლოდ კონკრეტულ რეგიონში ან მხოლოდ კონკრეტულკუნძულზე, მათი რიცხვი ისე არ უნდა გაიზარდოს, რომ საბოლოოდ სრული კარანტინი მივიღოთ,” განაცხადა ექსადაკტილოსმა.

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის მთავრობა არ აპირებს, რომ მასშტაბური კარანტინი დააწესოს, რადგან ქვეყანა ამას ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაუძლებს და ეკონომიკისთვის საბოლოო კრახი იქნება. სწორედ ამიტომ მოვლენების განვითარება ახლა, ისევე როგორც ადრე, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

onalem

ტესტ