fbpx
საზოგადოება

“მოხუცებს ხეებზე ვაბამდით, რომ სიკვდილს გადაგვერჩინა” – ევიას ტრაგედიის შოკისმომგვრელი დეტალები

იმ ტრაგედიის თვითმხილველები, რომელიც ევიას დაატყდა თავს, შემზარავ დეტალებს ჰყვებიან. როგორც უკვე ცნობილია, გარდაცვლილია 8 ადამიანი და თითოეული მათგანი შუა ღამით მოვარდნილმა წყალმა იმსხვერპლა, რომლის სიმაღლეც მინიმუმ 1.5 მეტრი იყო.

კალომირა ბერტოლი ერთ-ერთი დაზარალებულია, რომელმაც მედიასთან ისაუბრა:

“დაახლოებით 04:30 საათზე ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ იხრჩობოდნენ და რაიმე გამეკეთებინა. ის თავის მშობლებთან ერთად იყო, რომლებსაც გონებრივი დარღვევები აქვთ. სრულიად მოულოდნელად, იქ, სადაც ეძინათ, დაინახეს რომ წყალი შედიოდა. როცა კარი გააღეს, ეს წყალი დიდი ძალით შევარდა სახლში.

100 მეტრის მოშორებით ვიყავი და უბრალოდ, არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ბიძაჩემისთვის ხელი ძლიერად მქონდა ჩაჭიდებული, ჩემმა ბიძაშვილმა კი ის, დეიდაჩემი და ჩვენი ძაღლი ხეებზე თოკით მიაბა, რომ წყალს არ გაეტაცებინა, რადგან ყველაფერი მიჰქონდა. ვცდილობდით, რომ ისინი თოკებით გაგვემაგრებინა და არ დამხრჩვალიყვნენ არა მხოლოდ წყალში, არამედ ტალახში.

თავიდან იქვე იყო სამაშველო ბრიგადა, მაგრამ არაფერი ესმოდათ. სრული სიბნელე იყო და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობდნენ ხალხის გადარჩენას. შემდეგ წავიდნენ და უკვე სრულიად მარტო დარჩენილები ვცდილობდით, რომ თავი გადაგვერჩინა. რომ არა რაღაც მავთულის ღობე, სადაც წყალმა თავიდან შეგვაგდო, ცოცხლები არ ვიქნებოდით.

არაფერია დარჩენილი, აბსოლუტურად არაფერი. მხოლოდ ნაგავი და ტალახი. არც სახლები, არც ზღვა, არც გზები,” ჰყვება ბერტოლი.

onalem

ტესტ