fbpx
პოლიტიკა

თურქეთმა ანტალიიდან ხმელთაშუა ზღვაში თავისი გემი, Orus Reis, გამოუშვა

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს გამთენიისას თურქულმა სამეცნიერო გემმა, Orus Reis, ანტალია დატოვა და ხმელთაშუა ზღვისკენ გამოემართა.

ირკვევა, რომ ის, ორ მცირე ზომის გემთან ერთად, უკვე კასტელორიზოს წყლებში იმყოფება და კვლევების ჩატარებას იწყებს.

თურქული მხარის განცხადებით, გემი ამ ტერიტორიაზე 23 აგვისტომე დარჩება.

ირაკლიოს საზღვაო ძალების სამსახური აცხადებს, რომ ანტალიას არ გააჩნია არანაირი იურისდიქციული უფლება, რომ გემი ამ კონკრეტული მიმართულებით გამოუშვას.

ბერძნული მხარე აცხადებს, რომ ქვეყანა არ მოითმენს არანაირ შანტაჟსა და ძალადობრივ ქმედებებს. ნიკოს დენდიასის თქმით, საბერძნეთი თავის სუვერენიტეტსა და სუვერენულ უფლებებს ბოლომდე დაიცავს.

“მოვუწოდებთ თურქეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს არალეგალური ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრიან რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განცდას,” წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

onalem

ტესტ