fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“ამიერიდან საბერძნეთში კაპიტალ კონტროლი სრულიად გაუქმებულია” – კირიაკოს მიცოტაკი

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ ორშაბათს შუადღეს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა, რომლებიც ქვეყანაში ამ დრომდე მოქმედ კაპიტალ კონტროლს უკავშირდება.

როგორც ჩანს, ქვეყანა სწრაფი ტემპით გამოდის ეკონომიკური კრიზისიდან და სტაბილურობას უბრუნდება, მით უფრო, რომ ერთი წლის წინ ფულადი დახმარების პროგრამა ოფიციალურად დასრულდა.

“ამიერიდან საბერძნეთში კაპიტალ კონტროლი დასრულებულია. 50 უმძიმესი თვის შემდეგ, საბერძნეთისთვის ოპტიმიზმის ახალი ციკლი იხსნება. ეს იქნება ქვეყანა, რომელსაც ვიმსახურებთ,” თქვა მიცოტაკიმ.

ბერძნული მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ კვირის ბოლოს მიიღო, მას შემდეგ, რაც საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი, ხრისტოს სტეკურასი, საბერძნეთის ბანკის მმართველს, იანის სტურნარასს შეხვდა.

26 აგვისტოდან კაპიტალ კონტროლი ქვეყანაში სრულიად გაუქმდა.

onalem

ტესტ