fbpx
საბერძნეთი

თესალონიკი: 24 წლის სტუდენტმა თავი მოიკლა და მითითებები დატოვა, როგორ უნდა დაეკრძალათ

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თესალონიკში მოხდა. 24 წლის სტუდენტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და რაც ყველაზე უცნაურია, დატოვა მითითებები, რომელთა მიხედვითაც უნდა დაეკრძალათ.

ირკვევა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი აგიოს დიონისოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა, ბოლოს მშობლებს ორი დღის წინ ესაუბრა და გამომდინარე იქიდან, რომ კონტაქტზე არ გამოდიოდა, ანერვიულდნენ და ბინის მფლობელს დაუკავშირდნენ თხოვნით, რომ გაერკვია რა დაემართა მათ შვილს.

როდესაც ბინის მეპატრონე სახლში შევიდა, 24 წლის სტუდენტი თავის საწოლზე გარდაცვლილი ნახა და მაშინვე აცნობა ოჯახსა და პოლიციას. ოფიცრებმა ჩხრეკის შედეგად იპოვეს წერილი, რომელშიც ბიჭი აღწერდა, როგორ მოიკლა თავი და ის დეტალებიც დაწერა, თუ როგორ დაკრძალავდნენ მას.

ახალგაზრდის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს, რათა მისი გარდაცვალების ზუსტი დრო და მიზეზი ოფიციალურად დადგინდეს.

 

onalem

ტესტ