fbpx
საბერძნეთი

პირბადის ტარების ვალდებულება – როდემდე გასტანს და რატომ არ იხსნება ეს ზომა საბერძნეთში?!

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო ზომების შემსუბუქების გეგმას განიხილავს, მაგრამ ამ სიაში არ შედის პირბადეების ღია სივრცეში ტარების ვალდებულება. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის სხვა ქვეყნები ნელ-ნელა უბრუნდებიან თავისუფლებას, ყოველ შემთხვევაში, ღია სივრცეებში მოსახლეობას ნიღბის ტარება აღარ ევალება დანიაში, საფრანგეთში, შვედეთში, იტალიასა და ესპანეთში, ჩნდება კითხვა, რატომ არ ეთანხმებიან ამ ყველაფერს ბერძენი პროფესორები.

პულმუნოლოგიის პროფესორი, პანაგის ღალაციატო მედიასთან აღნიშნულ დამოკიდებულებას განმარტავს:

“პირბადეების ღია სივრცეებში ტარების ვალდებულების მოხსნა ის საკითხია, რომელიც კიდევ ერთხელ კარგად უნდა გადაიხედოს და აიწონ-დაიწონოს. გადაწყვეტილება თამამად რომ მივიღოთ, უნდა ვიცოდეთ რომელ სივრცეში რამდენი ადამიანი იყრის თავს, რა არის მანძილი მათ შორის და ა.შ. მაგალითად, ღია კონცერტზე, რომელსაც 1.000 ადამიანი ესწრება, შეუძლებელია ვიცოდეთ ყველა ადამიანის მდგომარეობა, ვაქცინაციის მხრივ. აქედან გამომდინარე, ვისურვებდი, რომ პირბადეები იქამდე ვატაროთ, ვიდრე ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა მაქსიმალურად არ შემცირდება.”

პროფესორი ამატებს, რომ ისურვებდა თებერვლის ბოლომდე მაინც შენარჩუნდეს ეს ვალდებულება, ხოლო ექსპერტთა სხვა ნაწილი აღნიშნულ საკითხს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავს.

onalem

ტესტ