fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: საკითხები, რომლებიც ეხებათ მათ, ვინც კოვიდით დაავადდა

ვაქცინაციის ეროვნულმა კომიტეტმა ოფიციალური რეკომენდაციები გასცა მათთვის, ვინც კოვიდით დაინფიცირდა.

კერძოდ, რეკომენდაციების მიხედვით, მათ, ვინც კოვიდით დაინფიცირდა და უკვე გადაიტანა, ამავე დროს აცრილი იყო ორჯერ, შეუძლიათ, რომ მესამე დოზა მიიღონ ერთ თვეში და მაშინვე აიღონ სერთიფიკატიც, რომლის მიხედვითაც კოვიდი გადაიტანეს.

ამ დროისთვის ექსპერტთა საბჭო განიხილავს საკითხს, თუ რა ბედი ეწევათ მათ, ვინც კორონავირუსით ორჯერ დაინფიცირდა, ვინაიდან მათ არ შეუძლიათ მეორედაც აიღონ სერთიფიკატი, რომ ვირუსი გადაიტანეს. გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ვაქცინირებულთა სერთიფიკატები დროებით გაუქმებულად ითვლება, თუ მათ აქვთ კოვიდით დაინფიცირების დამადასტურებელი სერთიფიკატიც, თუმცა, როგორც ციფრული პოლიტიკის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, ეს ყველაფერი სისტემაში ავტომატურად არ ჩანს, ვინაიდან მსგავსი შესაძლებლობა ტექნიკურად არ არსებობს.

კოვიდით დაავადების დამადასტურებელი სერთიფიკატების აღება შესაძლებელია:

სწრაფი (Rapid) ტესტის დადებითი პასუხით, ვაქცინირებულებისთვის.

მოლეკულური (PCR) ტესტის დადებითი პასუხით, არავაქცინირებულებისთვის.

onalem

ტესტ