fbpx
საბერძნეთი

“მივდივართ თავისუფლებისკენ და აკრძალვების მოხსნისკენ” – მინა გაგას განცხადება და განმარტება მე-4 დოზასთან დაკავშირებით

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მინა გაგამ, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საბერძნეთი აკრძალვების ეტაპობრივ მოხსნაზე გადადის და განმარტა, დაწესდება თუ არა მთელი მოსახლეობისთვის ვაქცინის მე-4 დოზის მიღების რეკომენდაცია.

“ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ ზომების მოხსნისკენ. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ასე მალე არ მოხდება, წავალთ ნელი ნაბიჯებით. პირბადეებს ერთბაშად არ მოვიხსნით, არ მივეცემით სრულ თვითკმაყოფილებას და მოშვებას, ვიქნებით ფრთხილად.

მთავრობა უსმენს ექსპერტთა საბჭოს და ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ამიერიდან უკვე შეგვიძლია გადავიდეთ შეზღუდვებისგან გათავისუფლებაზე.

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაცია არ გვაქცევს დაუმარცხებლებად და მაინც საჭიროა, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ. დიდი რისკის ქვეშ არიან 60 წელს ზემოთ ადამიანები, რომლებიც ამ დრომდე უარობენ აცრას.

პანდემიასთან მიმართებაში გვაქვს ორი საკმაოდ ძლიერი იარაღი, ამინდის გაუმჯობესება და ვაქცინირებულთა მაღალი მაჩვენებელი, ასევე იმ ადამიანთა დიდი რიცხვი, რომელთაც ვირუსი გადაიტანეს და გამლიმუშავეს ბუნებრივი იმუნიტეტი.

გთხოვთ, გააგრძელეთ პირადი უსაფრთხოების ზომების დაცვა, რათა უფრო გაბედული ნაბიჯები გადავდგათ ზოგადი თავისუფლებისკენ,” აცხადებს გაგა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მე-4 დოზის მიღების რეკომენდაცია სრული მოსახლეობისთვის არ არის გათვლილი და არც იგეგმება.

onalem

ტესტ