fbpx
საბერძნეთი

ქალმა, რომელმაც იოანა პალიოსპირუს მჟავა შეასხა, ციხეში ტანსაცმელი მოიპარა

როგორც ჩანს, მჟავით თავდასხმაში ბრალდებული ეფი კაკარანძულა არაფერს ნანობს და დანაშაულზე დანაშაულს ამატებს.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, კაკარანძულამ თივას ციხის საწყობიდან ტანსაცმელი მოიპარა, რის გამოც უფლებას აღარ აძლევენ, რომ ის სამუშაო შეასრულოს, რომლის საშუალებითაც ეგონა, რომ მკაცრ სასჯელს შეიმსუბუქებდა.(ის სწორედ ამ საწყობში მუშაობდა).

როგორც ტელეკომპანია ΑΝΤ-ის სიუჟეტიდან ირკვევა, კაკარანძულა მხოლოდ საკუთარ გარეგნობაზე ფიქრობს, მუდმივად კარგად გამოიყურება, ზრუნავს  თავის სილუეტზე, ყოველდღიურად ატარებს მაკიაჟს და დისტანცია უკავია სხვა პატიმრებთან.

როგორც უკვე ცნობილია, მას 15 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი იოანა პალიოსპირუზე თავდასხმისთვის.

onalem

ტესტ