fbpx
საბერძნეთი

რა იცვლება საბერძნეთში ხვალიდან, 5 ივლისიდან – გადაადგილება, ტესტები და ვაქცინაციის სერთიფიკატი

ხვალიდან, 5 ივლისიდან, საბერძნეთში გადაადგილებასთან დაკავშირებით ცვლილებები შედის ძალაში. ცვლილებები ეხება კუნძულების მიმართულებით გადაადგილებას და იმ დოკუმენტებს, რომლებიც თითოეულმა პირმა მოგზაურობისას უნდა წარადგინოს.

კერძოდ, 5 ივლისიდან კუნძულების მიმართულებით გადაადგილება ზრდასრულებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ:

  1. ვაქცინაციის მწვანე სერთიფიკატით (უნდა იყოს გასული 14 დღე მეორე დოზის მიღებიდან).
  2. იმ ფაქტის დამადასტურებელი ცნობით (ტესტით), რომლის მიხედვითაც გადატანილი გაქვთ კორონავირუსი.
  3. PCR ტესტით ( მოლეკულური), რომელიც ჩატარებულია არაუმეტეს 72 საათით ადრე.
  4. Rapid ტესტი (სწრაფი), რომელიც ჩატარებულია არაუმეტეს 48 საათით ადრე.

12-დან 17 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ წარადგინონ ნებისმიერი სახის ტესტი (ანუ მისაღებია თვით-ტესტირებაც), ხოლო 12 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ ტესტის გარეშე, თავისუფლად იმოგზაურონ.

უკან დაბრუნებისას რეკომენდებულია თვით-ტესტირების ჩატარება ყველასთვის, ვინც არის 12 წელს ზემოთ.

onalem

ტესტ