fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ათენი კორონავირუსის მესამე ტალღას ვერ გაუძლებს – რისი ეშინიათ ექსპერტებს?!

პაპანიკოლაუს საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების დირექტორმა, ნიკოლაოს კაპრაველოსმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ სკოლების გახსნას არ მიიჩნევს საშიშროებად, მაგრამ ზომების მოხსნა უნდა მოხდეს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან შესაბამისად, რადგან არსებობს დიდი რისკები.

“ის, რისიც ჩვენ და ექსპერტებსაც ეშინიათ არის, რომ მოვა მესამე ტალღა, რომელიც იქნება კატასტროფული და დამღუპველი ჯანდაცვის სისტემისთვის. სკოლების გახსნა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ყველაფერს გამოიწვევს. 

ზომების მოხსნა უნდა მოხდეს ეტაპობრივად და პირდაპირ კორელაციაში იყოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან, ასევე, იმ ვითარებასთან, რომელშიც ჯანდაცვის სისტემა იმყოფება. 

კორონავირუსის მეორე ტალღის გავრცელებამ მძიმედ დაარტყა ჩრდილოეთ საბერძნეთს, რამაც ტრაგიკული შედეგები მოიტანა, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვა, რომ თუ ეს მოხდება ათენში, ანუ ბევრად დიდ რეგიონებში, შედეგები კიდევ უფრო უარესი იქნება,” ამბობს კაპრაველოსი.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტები აცხადებენ, მომდევნო სამი თვე იქნება განსაკუთრებით კრიტიკული, ვინაიდან ამინდი უარესდება, სიცივე იმატებს და პარალელურად, ქვეყანაში ფიქსირდება მუტაცირებული შტამის გავრცელების ფაქტები.

onalem

ტესტ