fbpx
საბერძნეთი

დღეს ვაქცინაციისთვის პლატფორმა იხსნება – ვინ უნდა გაიაროს რეგისტრაცია?!

დღეს, 11 იანვარს, საბერძნეთში ვაქცინაციის პროცესის დასაწყებად ელექტრონული პლატფორმა იხსნება.

კერძოდ, საღამოს 18:00 საათიდან მოქმედებაში შედის http://emvolio.gov.gr, რომლის საშუალებითაც მოხდება ელექტრონული ვიზიტის დანიშვნა კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გასაკეთებლად.

დღეიდან იწყება 85 წელს ზემოთ ასაკის ადამიანების ვაქცინაცია და იგეგმება ვაქცინის მინიმუმ 100.000 მოხუცისთვის გაკეთება.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დანიშვნა ხდება სამი გზით:

  • KEΠ-ში ან აფთიაქში მისვლით.
  • ექიმების მიერ რეგისტრირებული პაციენტები, უკვე იქნებიან პროგრამაში და ავტომატურად მიუვათ ინფორმაცია დანიშნული ვიზიტის შესახებ, SMS-ის საშუალებით.
  • პლატფორმაზე – http://emvolio.gov.gr 

აღნიშნულ ვებ-გვერდზე მოხდება AMKA-ს, სახელის და გვარი შეყვანა, ხოლო თითოეულ მოქალაქეს მიუვა SMS, ხუთციფრიანი კოდით, ნომრიდან 13034.

 

 

onalem

ტესტ