fbpx
საბერძნეთი

ბერძნები პირადობის ახალ მოწმობებს ეწინააღმდეგებიან – საპროტესტო აქციები დაიგეგმა ათენსა და თესალონიკში

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში პირადობის ახალი მოწმობების გაცემა დაიწყო და განაცხადების გაკეთებისთვის შესაბამის უწყებებთან უზარმაზარი რიგებია. ხალხის დიდი რაოდენობა შუაღამიდან იკავებს რიგს და საათობით დგანან რომ მოასწრონ, თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ახალი მოწმობის აღებას, მასზე დატანილი ბიომეტრიული მონაცემების გამო.

როგორც ირკვევა, დაიგეგმა საპროტესტო აქციები როგორც ათენში, ასევე თესალონიკში, ახალი მოწმობების წინააღმდეგ. აქციების ლოზუნგია: “არა ციფრულ მონობას, არა ადამიანის იდენტიფიცირებას.” აქცია გაიმართება 3 სექტემბერს თესალონიკში, ხოლო 10 სექტემბერს ათენში.

არსებობს შეთქმულების თეორიები 666 ნიშნისა და ჩიპების შესახებ, რომელთა მიხედვითაც, ახალი მოწმობები სწორედ მათ შეიცავს, ხოლო ნაწილს სჯერა, რომ ადამიანების ადგილსამყოფელის დადგენაც კი შესაძლებელი იქნება მათი საშუალებით.

onalem

ტესტ