fbpx
საბერძნეთი

ათენში პირველი ელექტრო ავტუბუსი გამოჩნდა ტესტირებისთვის – ჯამში ქალაქში 250 ახალი ავტობუსი ივლის

როგორც უკვე ცნობილია, ათენსა და თესალონიკში უახლოეს მომავალში ახალ ავტობუსებს ვიხილავთ, ჩინური წარმოების ელექტრო ავტობუსებს, რომლებიც გარემოს არ დააბინძურებენ.

პირველ ეტაპზე საუბარია 250 ევტობუსის შემოყვანაზე, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ტრანსპორტის განახლებისთვის. ათენში ამჟამად მოძრავი ავტობუსების უმეტესობას ე.წ. “სიცოცხლის ვადა” უკვე ამოწურული აქვს და შესაბამისად, ინციდენტებიც ხშირად ხდება, რაც მათ გაუმართავობას უკავშირდება.

როგორც მედია იუწყება, დღეს მოხდა პირველ ელექტრო ავტობუსის ტესტირება და აღნიშნულში მონაწილეობა მიიღო ტრანსპორტის მინისტრმა, ხრისტოს სტაიკურასმა, კოლეგებთან ერთად.

სამინისტროს ინფორმაციით, 100%-ით ელექტრო ავტობუსები აპრილის თვიდან მოგვემსახურებიან.

ამ კონკრეტული ავტობუსების სიგრძე 12 მეტრია, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა კი, 110,8 მილიონი ევროს უდრის, რომელშიც შედის როგორც თავად ტრანსპორტი, ასევე დამტენები, რომლებიც მათი ელ. ენერგიით აღსაჭურვად არის აუცილებელი.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავდაპირველად დაგეგმილია 250 ავტობუსის შემოყვანა, ხოლო შემდეგ კიდევ 400 დაემატება და საზოგადოებას ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე 650-მდე ავტობუსი მოემსახურება.

onalem

ტესტ