fbpx
საზოგადოება

ტრაგედია საბერძნეთში: გარდაიცვალა 22 წლის ემიგრანტი გოგონა, რომელიც ახალი წლის ღამეს 8 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 22 წლის გოგონა, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციაში ცხოვრობდა. ის ახალი წლის ღამეს 8 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა და 10 დღის მანძილზე სიკვდილს საავადმყოფოში ებრძოდა.

ირკვევა, რომ ის თესალონიკში, პანორამას ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი გასართობი დაწესებულების სახურავიდან გადმოვარდა, თუმცა, უცნობია, თუ როგორ მოხდა ინციდენტი და რა მიზეზით ავიდა გოგონა იქ.

მისი ოჯახი ალბანეთიდან არის და როგოგრც ნათესავები ამბობენ, რამდენიმე დღიანი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, უმძიმესი დაზიანებების ფონზე დაიღუპა. დაგეგმილია ექსპერტიზა, სიკვდილის ზუსტი მიზეზის დასადგენად.

პოლიციას აქვს ვარაუდი, რომ ის სახურავზე ფოტოების გადასაღებად ავიდა, თუმცა, 22 წლის ალბანელი გოგოს ოჯახი ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.

onalem

ტესტ