fbpx
საზოგადოება

თესალონიკი: მაშველებმა აივანზე გაჭედილი 50 წლის ქალი გადაარჩინეს, რომელიც სახლში შესვლას ამ გზით ცდილობდა

მაშველებს თესალონიკში 50 წლის ქალის გადარჩენა მოუწიათ, რომელიც აივანზე იყო გაჭედილი. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, მან სახლში შესვლა ამ გზით სცადა, რადგან საკუთარი გასაღები შიგნით დარჩა და შესაბამისად, კარი ჩაეკეტა.

დაახლოებით 14:00 საათზე სახანძრო სამსახურში შევიდა ზარი, რომ ქალს დახმარება სჭირდებოდა, რადგან გვერდითა აივნიდან თავის აივანზე ცდილობდა გადაძვრომას, რა დროსაც გაიჭედა და ვერ ახერხებდა მოძრაობას.

მაშველები დაუყოვნებლივ ავიდნენ მის დასახმარებლად და ამავე დროს, ძირს ლეიბიც კი დააფინეს, რათა მაქსიმალურად დაცულები ყოფილიყვნენ.

საბოლოოდ 50 წლის ქალი მშვიდობით ჩამოვიდა აივნიდან.

onalem

ტესტ