fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დიდი უხერხულობა ბერძნულ MasterChef -ში: სახე და კოვზი ერთი და იგივე ქაღალდით გაწმინდა

როცა კულინარიული პროექტის მონაწილეები კერძის მომზადებას ცდილობდნენ, რომელიც მათი იქ დარჩენის გარანტი იქნებოდა, ერთ-ერთ მათგანს უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა, რაც ბერძნული მედიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

ქალს, როგორც ჩანს, სახე საჭმლით დაესვარა, რისთვისაც ქაღალდის გამოყენება გადაწყვიტა. თუმცა სახის მოწმენდის შემდეგ, სწორედ ამავე ქაღალდით გაწმინდა კოვზიც, რომლითაც კერძს ამზადებდა.

მსაჯებს იმ მომენტში მისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ.

იხილეთ სრული ეპიზოდი (კონკრეტული მომენტი 09:30 წუთზე):

აღსანიშნავია, რომ ამავე ეპიზოდში ორმა მსაჯმა უარი თქვა კიდევ ერთი მონაწილის კერძის დაგემოვნებაზე, რადგან მან უკვე გამოყენებული ჩანგალი საჭმელში ჩააბრუნა.

onalem

ტესტ