fbpx
საზოგადოება

“დედაჩემი 20 წლია არ მინახავს და ამაზე ფიქრი მკლავს” – ზაჰირი ბერძნული Masterchef-იდან

ემიგრანტი ბიჭის ცხოვრება, დრამატული ფილმის სცენარად თავისუფლად გამოდგებოდა… ზაჰირი, რომელიც ავღანეთიდან არის, ბერძნული Masterchef-იდან კარგად გვახსოვს და საკუთარი უნარებით შეფები ბევრჯერ გააოცა. ის ელეონორა მელეტის შოუში იყო მიწვეული, სადაც თავის გამოცდილებაზე ისაუბრა:

“სიკვდილს გადავურჩი, მაგრამ წინ ძალიან ბევრი სირთულე შემხვდა. მამა და და ავღანეთში, თალიბანების შემოტევისას დავკარგე. რამდენიმე წლის წინ ლესვოსზე ქუჩაში მეძინა და არ მქონდა ფული ათენისკენ წამოსასვლელად ბილეთი მეყიდა. შემდეგ მშენებლობაზე დავიწყე მუშაობა და საღამოობით ბერძნულს ვსწავლობდი.

დედაჩემი 20 წელია არ მინახავს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ცოცხალია. ფოტოებზე ვხედავ. 75 წლის არის და ძალიან რთული იქნება, რომ ისევ ვნახო. არ მინდა ამაზე ვიფიქრო, რადგან ფსიქოლოგიურად ვკვდები. ახლა დედაჩემი შედარებით უსაფრთხოდ არის, მაგრამ მაინც არსებობს ხიფათი ავღანეთში.”

onalem

ტესტ