fbpx
საზოგადოება

“ახალი დემოკრატიის” ყოფილმა დეპუტატმა საკუთარი ვაჟი სახლში გარდაცვლილი იპოვა

ბერძნული მედია ტრაგიკული ამბის შესახებ იუწყება, რომელიც ბერძენი პოლიტიკოსის ოჯახში დატრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით, “ახალი დემოკრატიის” ყოფილმა დეპუტატმა, არგირის დინოპულომ, საკუთარი ვაჟი, ვასილის დინოპულო, ექსარხიაში მდებარე ბინაში გარდაცვლილი იპოვა.

ირკვევა, რომ დინოპულო შვილის ბინაში მეუღლესთან ერთად, საკეტების სპეციალისტის დახმარებით შევიდა, რადგან ვასილი კონტაქტზე არ გამოდიოდა. სამწუხაროდ, სახლში შესულებს მძიმე სურათი დახვდათ, ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი იყო.

კარს არ აღენიშნებოდა ძალადობრივი შეჭრის კვალი, ამას გარდა, გარდაცვლილის სხეულზე არ ფიქსირდება რაიმე დანაშაულებრივი ქმედებების ნიშნები. აქედან გამომდინარე, წინასწარი ვარაუდით, ვასილი პათოლოგიურ მიზეზებს ემსხვერპლა.

33 წლის მამაკაცს დიაბეტი აწუხებდა და ინსულინზე იყო დამოკიდებული, მას სავარაუდოდ, ჰიპოგლიკემიის შეტევა განუვითარდა და გონება დაკარგა, ვინაიდან იმ მომენტისთვის გვერდით არავინ ჰყავდა, რომ დახმარებოდა, ახალგზრდისთვის ეს ყველაფერი საბედისწერო აღმოჩნდა.

აღნიშნულის შესახებ ათენის სასამართლო სამედიცინო სამსახურს უკვე ეცნობა და დღეისთვის დაგეგმილია ნეკროფსია, გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად.

onalem

ტესტ