fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: ალბანელს, რომელმაც კატა ზღვაში წიხლისკვრით გადააგდო, 10 წლიანი პატიმრობა და 50.000 ევროიანი ჯარიმა ემუქრება

ევიიდან გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც ცხოველზე ძალადობაა დაფიქსირებული, საზოგადოებაში დიდი შეშფოთება გამოიწვია და ამ ყველაფერს საბოლოოდ 30 წლის მამაკაცის დაკავება მოჰყვა.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც 30 წლის ალბანელი მეგობრებთან ერთად ტავერნაში იმყოფებოდა. კადრებში ჩანს, რომ ის ჯერ საჭმლით იტყუებს კატას ნაპირისკენ, შემდეგ კი წიხლისკვრით აგდებს ზღვაში. საუბარია 1992 წელს დაბადებულ მამაკაცზე, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა და მას მძიმე სასჯელი ელის – 50.000 ევროს ოდენობის ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრი, ტაკის თეოდორიკაკო ცალსახად გმობს მსგავსი სახის ქმედებებს. ის აცხადებს, რომ ცხოველებზე ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია და საბერძნეთის პარლამენტმა სწორედ ამიტომ მიიღო მკაცი კანონი, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. თეოდორიკაკო ამ ყველაფერს კაცობრიობის კულტურის საკითხს უწოდებს.

როგორც ირკვევა, ალბანელი აქამდეც ცნობილი იყო სამართალდამცველებისთვის, რადგან გარეულია ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებში.

საქმეზე გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს იქ მყოფი სხვა ადამიანების ვინაობაც, განსაკუთრებით მისი, ვინც ვიდეოს იღებდა და შემდეგ სოციალურ ქსელში განათავსა, რადგან ჩათვალა, რომ ეს ყველაფერი “სახალისო” იყო.

onalem

ტესტ