fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში შუასეზონური ფასდაკლებები დაიწყო! რომელ კვირა დღეს იქნება მაღაზიები ღია?!

დღეს, 3 მაისს, საბერძნეთში შუასეზონური ფასდაკლებები დაიწყო და სასურველი ნივთების საკმაოდ დაბალ ფასად შეძენას შევძლებთ.

აღნიშნული ფასდაკლებები 3 მაისიდან 15 მაისამდე იმოქმედებს და მაღაზიები ღია იქნება ამ კვირა დღესაც, ანუ 8 მაისს.

საზოგადოების ნაწილს, რომელიც სამსახურის გამო კვირის დღეებში საყიდლებზე წასვლას ვერ ახერხებს, შეეძლება, რომ ამ შანსით ისარგებლოს და კვირა დღეს ეწვიოს მაღაზიებს.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში 1 მაისიდან მოხსნილია ვაქცინაციის სერთიფიკატებისა და ტესტის უარყოფითი პასუხების წარდგენის ვალდებულება, ამიტომ ვაქცინირებულთა და აუცრელთა უფლებები, სოციალური აქტივობების თვალსაზრისით, უკვე თანაბარია.

onalem

ტესტ