fbpx
საბერძნეთი

ცვლილება საბერძნეთში: სერთიფიკატს, რომ კოვიდ-19 გადაიტანეთ, ვადა მხოლოდ 3 თვე ექნება

საბერძნეთის მთავრობის შემდეგი ნაბიჯი, როგორც ჩანს, კოვიდით დაავადების სერთიფიკატებს უკავშირდება. ირკვევა, რომ ექსპერტთა რეკომენდაციით, შეიზღუდება ვადა, რომელიც კონკრეტულ დოკუმენტს გამოყენების თვალსაზრისით აქვს.

კერძოდ, ამ დროისთვის ცნობას, რომ კოვიდ-19 გადაიტანეთ, ვადა 6 თვე აქვს, ანუ 180 დღე და შესაბამისად, ამ პერიოდში მისი გამოყენება შესაძლებელია ისევე, როგორც აცრის სერთიფიკატს ვიყენებთ. თუმცა, ზომების გამკაცრების თვალსაზრისით, მთავრობა ამ დროის შემცირებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტთა საბჭომ წარმოაყენა წინადადება, რომ დაავადების სერთიფიკატის აღება შესაძლებელი გამხდარიყო მხოლოდ და მხოლოდ მოლეკულური, PCR ტესტის გაკეთების შედეგად და არა სწრაფი, Rapid ტესტის.

აღნიშნულ საკითხს საბერძნეთის მთავრობა დღეს დილიდან განიხილავს, საბოლოო გადაწყვეტილებების შესახებ კი ცნობილი მოგვიანებით გახდება.

onalem

ტესტ