fbpx
საბერძნეთი

კარანტინის პირობების მოხსნა მარტის ბოლოდან – ნახეთ ახალი, ოფიციალური განცხადებები

საბერძნეთის მთავრობის სპიკერმა, არისტოტელია პელონიმ დღეს ახალი განცხადებები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის მოიხსნება კარანტინის პირობები და რომელი დაწესებულებები გაიხსნება პირველ ეტაპზე.

მისი თქმით, საშუალო და უმაღლესი კლასების სკოლები (გიმნასიო&ლიკიო) გაიხსნება მარტის თვის მანძილზე. ასევე, მოსალოდნელია, რომ მომდევნო კვირებში გაიხსნას მაღაზიები და ეკონომიკა გარკვეულწილად მაინც ამუშავდეს.

რაც შეეხება, ტავერნებსა და კაფეებს, აპრილის თვეში იგეგმება მათი ამუშავება, რომლებსაც აქვთ გარე სივრცე და შეუძლიათ დაალაგონ მაგიდები და სკამები გარე ტერიტორიაზე, ხოლო მაისისთვის მუშაობას დაიწყებენ ის რესტორნები და კაფეები, რომლებსაც მხოლოდ შიდა ტერიტორიაზე აქვთ კლიენტების მიღების შესაძლებლობა.

ამ დროისთვის ატიკასა და კრეტაზე გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევათა 90% მუტაცირებული შტამებია, რაც გახდა მიზეზი პანდემიის აფეთქებისა.

onalem

ტესტ