fbpx
საბერძნეთი

ათენის ცენტრში ისევ დაძაბულობაა მოსალოდნელი – იკეტება მეტროსადგურები

საბერძნეთის პოლიციის ბრძანების საფუძველზე უკვე დაიკეტა მეტროსადგური “პანეპისტიმიო”.

ირკვევა, რომ დედაქალაქის ცენტრში ისევ მოსალოდნელია საპროტესტო აქცია, რომლის გამოც 16:30 საათზე დაიკეტება სადგური “სინდაღმაც”.

სიტუაციას პოლიციის ოფიცრები აკონტროლებენ, მატარებლები კი აღნიშნულ სადგურებში გაჩერების გარეშე ჩაივლიან.

როგორც ჩანს, სამართალდამცველები დღესაც დაძაბულობას ელოდებიან.

 

onalem

ტესტ