fbpx
საბერძნეთი

რა იცვლება ხვალიდან საბერძნეთში: სრული თავისუფლება მხოლოდ ვაქცინირებულებს

ხვალიდან, 9 ოქტომბრიდან, საბერძნეთში დიდი ცვლილებების დღეა, რომელიც ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ მოსახლეობას ორად “გაჰყოფს”, თავისუფლების თვალსაზრისით.

ნახეთ ყველა ის ცვლილება, რომელიც 9 ოქტომბრიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით იქნება ძალაში:

ამ დროისთვის არსებულ “წითელ” ზონებს უუქმდებათ ეს სტატუსი და იხსნება აკრძალვები.

დაშვებული იქნება მუსიკის ჩართვა/დაკვრა.

უქმდება გადაადგილებაზე აკრძალვა (01:00 საათიდან 06:00 საათამდე).

ვაქცინირებულ პირებს სრული თავისუფლება ექნებათ იმ ტავერნების, რესტორნების, კაფე-ბარების, კლუბების და სხვა გასართობი დაწესებულებების დახურულ სივრცეებში ყოფნისას, რომლებიც მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის არის განკუთვნილი.

ყველა ამ დაწესებულებაში დასაშვები ხდება კლიენტების ყოფნაც ფეხზე მდგომ მდგომარეობაში (აქამდე მხოლოდ მაგიდებთან ჯდომა იყო განსაზღვრული). ასევე, დასაშვები იქნება ცეკვა, მუსიკის ჩართვა და მუშაობის საათებს მთავრობის ნაცვლად უკვე თავად ხელმძღვანელობა განსაზღვრავს.

იხსნება შეზღუდვა, რომელიც უკავშირდება კლიენტთა მხოლოდ 85%-ის მიღებას.

ამ აკრძალვების მოხსნის მიუხედავად დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს მაინც მოეთხოვება პირბადის ტარება.

იმ კაფეებისა და ტავერნებისთვის კი, რომლებშიც დაშვებულია როგორც ვაქცინირებული, ასევე არავაქცინირებული ადამიანების ყოფნა, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვები, რომლებიც აქამდე მოქმედებდა.

 

onalem

ტესტ