fbpx
საბერძნეთი

დღეიდან! საბერძნეთში სრული თავისუფლება მხოლოდ ვაქცინირებულ მოსახლეობას

დღეიდან, 9 ოქტომბრიდან, საბერძნეთში ვაქცინირებული მოსახლეობისთვის ყველანაირი შეზღუდვა იხსნება. ეს ნიშნავს, რომ 6.229.639 ადამიანი, რომელიც ამ დროისთვის აცრილია ორივე დოზით, იქნება სრულიად თავისუფალი სოციალური აქტივობების თვალსაზრისით.

დღეიდან:

ამ დროისთვის არსებულ “წითელ” ზონებს უუქმდებათ ეს სტატუსი და იხსნება აკრძალვები.

დაშვებულია მუსიკის ჩართვა/დაკვრა.

უქმდება გადაადგილებაზე აკრძალვა (01:00 საათიდან 06:00 საათამდე).

ვაქცინირებულ პირებს სრული თავისუფლება ექნებათ იმ ტავერნების, რესტორნების, კაფე-ბარების, კლუბების და სხვა გასართობი დაწესებულებების დახურულ სივრცეებში ყოფნისას, რომლებიც მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის არის განკუთვნილი.

ყველა ამ დაწესებულებაში დასაშვები ხდება კლიენტების ყოფნაც ფეხზე მდგომ მდგომარეობაში (აქამდე მხოლოდ მაგიდებთან ჯდომა იყო განსაზღვრული). ასევე, დასაშვები იქნება ცეკვა, მუსიკის ჩართვა და მუშაობის საათებს მთავრობის ნაცვლად უკვე თავად ხელმძღვანელობა განსაზღვრავს.

იხსნება შეზღუდვა, რომელიც უკავშირდება კლიენტთა მხოლოდ 85%-ის მიღებას.

ამ აკრძალვების მოხსნის მიუხედავად დაწესებულებებში მომუშავე პერსონალს მაინც მოეთხოვება პირბადის ტარება.

იმ კაფეებისა და ტავერნებისთვის კი, რომლებშიც დაშვებულია როგორც ვაქცინირებული, ასევე არავაქცინირებული ადამიანების ყოფნა, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვები, რომლებიც აქამდე მოქმედებდა.

onalem

ტესტ